რუსულმა არხებმა YouTube-ზე პუტინის ვიდეოს კომენტარები და DISLIKE-ის მაჩვენებელი გამოურთეს

რუსეთის „პირველმა არხმა“ და „რასია 24“-მა „იუთუბის“ არხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საახალწლო მიმართვის ვიდეოს მოწონების ღილაკი და კომენტარის ველი გაუთიშეს.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ მაყურებელთა უმეტესობამ ვიდეო არ მოიწონა („დისლაიკების“ დიდი რაოდენობა დაგროვდა).

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, ვიდეორგოლზე მოწონების ღილაკი არ გამოურთავს ტელეკომპანია „ენტევეს“ და დღის მეორე ნახევარში ვიდეოს 17 000 არმოწონება („დისლაიკი“) და მხოლოდ 5 000 მოწონება ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფარშავანგს კუდი მოპარეს
შემდეგი სტატიაუნდა წავიდეს თუ არა იორდანიის კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია?!