რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ნატო სპეციალურ სხდომას იწვევს

რუსული თვითმფრინავი Су-24-ის სირიის ტერიტორიაზე ჩამოგდებასთან დაკავშირებით ნატო სპეციალურ სხდომას იწვევს – ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას. სხდომა სპეციალურად ელჩებისთვის გაიმართება, რაც პრესისთვის ჯერჯერობით რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებას არ ითვალისწინებს.
„ტასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალიანსის შტაბ-ბინის მიერ გავრცელდა ცნობა, რომ კონსულტაციები ბრიუსელში რამდენიმე საათში გაიმართება.
ბრიტანეთის შსს Су-24-თან დაკავშირებულ ინციდენტს „ძალიან სერიოზულს“ უწოდებს – წერს „როიტერი“. მიმდინარე მომენტში ლონდონი მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას ცდილობს.

banner
წინა სტატიაშისასამართლო დავით ბორჩაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათემქაზე მამაკაცი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა