სასამართლო დავით ბორჩაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც “თაიმერს” სასამართლოდან აცნობეს, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში ის შესაძლოა მიემალოს გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას:

“საქალაქო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ბრალდებულ დავით ბორჩაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. დავით ბორჩაშვილს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და აღნიშნული ორგანიზაციის სახელით მისი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება.
ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულის წარმოუდგენლობის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არა სურვილი არგამოცხადების, სასამართლომ გასვლითი სხდომა სს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გამართა.
სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ვინაიდან დ. ბორჩაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-15 წლამდე წლამდე ვადით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში ის შესაძლოა მიემალოს გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 13 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება”, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაარღვია თუ არა რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე- თურქებმა რადარების ფოტო გაავრცელეს
შემდეგი სტატიარუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ნატო სპეციალურ სხდომას იწვევს