რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი გარდაიცვალა

რუსეთში გარდაიცვალა ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ კიდევ ერთი ტოპ-მენეჯერი. ზოგიერთი რუსული წყაროს ცნობით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, 53 წლის ვიტალი რობერტუსმა თავი მოიკლა.

ცნობა ვიტალი რობერტუსის „მოულოდნელი გარდაცვალების“ შესახებ „ლუკოილის“ ოფიციალურ ვებსაიტზე 13 მარტს გამოქვეყნდა. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა.

დღეს, 14 მარტს რუსული გამოცემა Baza თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რობერტუსმა თავი მოიკლა.

გამოცემა „მედუზა“ ყურადღებას ამახვილებს, რომ ბოლო წლებში „ლუკოილის“ სამი ტოპ-მენეჯერი გარდაიცვალა.

2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, 67 წლის რავილ მაგანოვი. „ლუკოილის“ ცნობით, სიკვდილის მიზეზი მძიმე ავადმყოფობა იყო. რუსული მედია წერდა, რომ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა ვლადიმირ ნეკრასოვი, რომელიც 66 წლის ასაკში გარდაიცვალა 2023 წლის ოქტომბერში. „ლუკოილმა“ მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირს შესაძლებლობა აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიასასამართლომ იმედა დარსალიას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უთხრა უარი