რუსული მედია “სპარტაკის” ფანის მკვლელობის კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

2015 წლის 9 აგვისტოს, სამარაში, 27 წლის მანსურ ისნაილჯანოვმა მოსკოვის “სპარტაკის” გულშემატკივარი, ანტონ ფეოქტისტოვი ბარში ჩხუბის დროს მოკლა. მოსკოველი ფანი სამარაში ადგილობრივი “კრილია სოვეტოვისა” და მოსკოვის “სპარტაკის” მატჩზე იყო ჩასული.

სამართალდამცავებმა ისნაილჯანოვი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ კი რუსულ მედიაში კადრები გავრცელდა, სადაც ჩხუბი და მკვლელობის ეპიზოდია ასახული.

მკვლელობის დროს ფეოქტისტოვის მეუღლე ორსულად იყო. ეჭვმიტანილს, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებული იყო, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

წყარო

https://youtu.be/jp-CUJVto9s

banner
წინა სტატიაში(video) ანექსირებული ყირიმის საზღვართან ვაშინგტონმა F22-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს ხვდება