(video) ანექსირებული ყირიმის საზღვართან ვაშინგტონმა F22-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

ნექსირებული ყირიმის საზღვართან ვაშინგტონმა F22-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა. ორი სამხედრო თვითმფრინავი უკვე დაეშვა რუმინეთის ქალაქ კონსტანცას სამხედრო ბაზაზე.

პენტაგონის ცნობით, ისინი ნატო-ს მასშტაბურ სწავლებაში ჩაერთვებიან, რომელიც შავი ზღვისპირეთის რეგიონშია დაგეგმილი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას რუმინეთში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატო-სა და მისი მოკავშირეებისთვის, რადგან უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება დაიწყო და პერიოდულად მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს.

banner
წინა სტატიაშიმომავლის იმედი არ აქვს ხალხს, ძალიან დიდი პრობლემებია
შემდეგი სტატიარუსული მედია “სპარტაკის” ფანის მკვლელობის კადრებს ავრცელებს (ვიდეო)