რუსული მედია პეტერბურგის მეტროში მესამე ბომბზეც საუბრობს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ბომბი მეტროსადგურ «Площадь Восстания»-ში იქნა აღმოჩენილი. როგორც ჩანს, ის არ გააქტიურდა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

როგორც რამდენიმე წუთის წინ რუსულმა “რიამ” გაავრცელა, პეტერბურგში დაგეგმილი ტერაქტების სერიის შესახებ ინფორმაცია “ინსტაგრამში” ერთ-ერთმა მომხმარებელმა დადო. ფოტოზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩანს და მას წარწერა აქვს: “დიდი ხანია ტერაქტები არ ყოფილა. დღეს იქნება. დაელოდეთ”.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქებები შესაძლებელია იყოს ტერაქტი, ასევე, ის ყოფით და კრიმინალურ ვერსიებზე საუბრობს.
სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურში რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, გარდაცვილილია 10 ადამიანი. დაკეტილია მეტროს ყველა სადგური, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საგანგებო სამსახურები. მიმდინარეობს ინფორმაციის დამატება. სავარაუდოდ, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერი სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოვთქვამს
შემდეგი სტატიასანკტ-პეტერბურგის აფეთქების შემდეგ “ფეისბუქმა” “უსაფრთხოდ ვარ” გაააქტიურა