საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშილი სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოვთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სანკტ-პეტერბურგში მომხდარის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა მსხვერპლებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – წერს კვირიკაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერაქტი. სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ყველა – 63-ვე სადგური დაიხურა.