ომის შესწავლის ინსტიტუტი – კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, განადგურებულია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსული თავდაცვითი პოზიციებიც

ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად გამოწვეული დატბორვის გამო, განადგურებულია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მოწინავე ხაზზე არსებული რუსული თავდაცვითი პოზიციებიც. ძირითადად, გოლაია პრისტანისა და ალიოშკისთან.

როგორც ინსტიტუტში ვარაუდობენ, ტერიტორიების სწრაფად დატბორვის გამო, რუსული ძალები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

საოკუპაციო ძალები აღნიშნულ ტერიტორიებს ძირითადად, ხერსონისა და სხვა დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გასახსნელად იყენებდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ენერგოდარის მოსახლეობას მოუწოდებენ დატოვონ ქალაქი
შემდეგი სტატიაკახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე პასუხისმგებელი რუსეთია – თეთრი სახლი