რუსულ გაზზე ემბარგო არ დაასრულებს ომს უკრაინაში – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ რუსულ გაზზე ემბარგო არ დაასრულებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. მისი აზრით, ეს სერიოზულად შეამცირებს ევროპის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლებას სურს, თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვა.

გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ ემბარგო შექმნის გლობალურ კრიზისს.

„რუსულ გაზზე ემბარგო არ დაასრულებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. ემბარგოს დაწესებას სერიოზული შედეგები მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის და, ასევე, სერიოზულად იმოქმედებს უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსებაზე. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვა: ჩვენ არ შეგვიძლია ემბარგოს დაწესება“, – დასძინა კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშიდანილოვი – უკრაინელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ქიმიური ან ბირთვული იარაღი
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ და ბესიკ სილაგაძემ ბავშვთა თავშესაფარს სააღდგომო ნობათი გადასცეს