დანილოვი – უკრაინელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ქიმიური ან ბირთვული იარაღი

უკრაინელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ქიმიური ან ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა Ukrayinska Pravda-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს უკრაინის სამედიცინო სექტორი სხვადასხვა სცენარისთვის მეტ-ნაკლებად მზად არის, თუმცა, თუკი მტერი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, საკითხავია ამის მასშტაბი და ტერიტორია, რომელზეც ის ამას გააკეთებს.

„პირადად მე ძალიან არ მინდოდა რუსეთის ამ შემოჭრის დაჯერება, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. შემიძლია ახლაც არ მჯეროდეს [ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების], მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ამ მხრივ ვითარება გაცილებით უფრო რთულია, თუმცა ჩვენ შესაძლო ინციდენტებისთვის ვემზადებით. არსებობს გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ვითარებაში და რა წამლები უნდა მივიღოთ – მათ შორის იოდი“, – განაცხადა დანილოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურს ვინმეს შეშინება, მაგრამ მსგავსი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. დანილოვის თქმით, მოქალაქეებმა ინტერნეტის საშუალებით უნდა მოიძიონ ინფორმაცია და გაიგონ რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი არახამიაზე – საბოლოო ჯამში, მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ
შემდეგი სტატიარუსულ გაზზე ემბარგო არ დაასრულებს ომს უკრაინაში – შოლცი