რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი სადარბაზოში არსებულ ე.წ. საშრობში დამონტაჟებულ ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბსა და წყლის გამათბობელს გაუჩნდა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” რუსთავის სერვის ცენტრის თანამშრომლები.

უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსს ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეუწყვიტეს.

banner
წინა სტატიაში“ჩემი მეუღლე 55-ე დღეა შეწყალებულია”- გიორგი ლუკავას მეუღლე დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო”: მთავრობასა და ბიზნესს შორის დავების ლიბერალიზაცია დასაქმებას გაზრდის