“ევროპული საქართველო”: მთავრობასა და ბიზნესს შორის დავების ლიბერალიზაცია დასაქმებას გაზრდის

“ევროპული საქართველოს” განცხადებით, “ქართული ოცნების” 5-წლიანი მმართველობის შედეგები მძიმედ აისახა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. სახეზეა ეკონომიკური სტაგნაცია, ფასების ზრდა, ცხოვრების გაძვირება. მოქალაქეთა უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, გაზრდილი ხარჯი. ამას ემატება ისიც, რომ უბრალო ბუღალტრულ შეცდომასაც კი დღეს მთავრობა კომპანიას სისხლისსამართლებრივ დანაშაულად უთვლის, რაც ბევრ ბიზნესს – განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს – ხელ-ფეხს უკრავს და აჩერებს. არადა ბიზნესი, ფირმები და კომპანიები ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, მოქალაქეთა შემოსავლების მატების ძირითადი წყარო უნდა იყოს.
“ევროპული საქართველო”, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის პარალელურად, პარლამენტში კანონპროექტს არეგისტრირებს, რომელიც ეკონომიკური დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციას გულისხმობს 3 მიმართულებით:

1. ეკონომიკურ დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილზე უქმდება წინასწარი პატიმრობა, ასევე სასჯელის ზომად არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, თუ ეკონომიკური დანაშაული პირის მიერ პირველადაა ჩადენილი;

2.პირველად ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულზე, თუ დანაშაულის მასშტაბი განსაკუთრებულად დიდი ოდენობის არაა, სასჯელი იქნება ჯარიმა ან/და გამასწორებელი სამუშაო;

3. ეკონომიკური დანაშაულის კატეგორებში იზრდება ზღვრები, რომლის ზემოთაც იწყენა ბიზნესის სიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში დაარეგისტრირა, უფრო ლიბერალურს გახდის ბიზნეს-გარემოს, გააქტიურებს ბევრ ფირმასა და კომპანიას, რაც წინაპირობაა

· ეკონომიკური ზრდის დაჩქარების

· სამუშაო ადგილების შექმნის

· კეთილდღეობის ზრდის

banner
წინა სტატიაშირუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატია”არის იდეა” – გაუქმდეს პრეზიდნეტის ინსტიტუტი, მაჟორიტარული არჩევები, სუს-ი და სამინისტროები – რა უნდა ქადაგიძეს