“ჩემი მეუღლე 55-ე დღეა შეწყალებულია”- გიორგი ლუკავას მეუღლე დახმარებას ითხოვს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყების წინ, ენგურის ხიდზე დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია მივიდა.

ბასარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს გაესაუბრა.

ბასარიას თქმით მისი მეუღლე უკვე 55 დღეა, შეწყალებულია, თუმცა მისი საქართველოსთვის გადმოცემა ვერ ხერხდება.

როგორც ლუკავას მეუღლე ქართული მხარისგან ითხოვს გამოსასყიდისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს.

ქართული მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, ლუკავას შეწყალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
52 წლის გიორგი ლუკავა მეექვსე წელია დრანდის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაში იხდის სასჯელს. მას დე ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს მოქალაქე 2011 წლის მაისში ოკუპირებულ ტერიტრიაზე დაატყვევეს.

ლუკავას ტყის ძმებთან კავშირი და ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიეს უწყება არ არის დამოუკიდებელი, უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში და არის უკონტროლო-რომან გოცირიძე ე.წ. მოსმენების კანონზე
შემდეგი სტატიარუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ხანძარი გაჩნდა