რუსმა სამხედროებმა სოფელ საკორინთლოს მკვიდრი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ საკორინთლოს მკვიდრი ვასილ სალამაშვილი გაიტაცეს.

სუს-ის ინფორმაციით, ვასილ სალამაშვილი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამასთან, როგორც სოფელ საკორინთლოში კასპის მერიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სტეფანე მესტოფაშვილი აცხადებს, მისთვის დაკავების დეტალები უცნობია.

„სოფელში უკვე რამდენიმე დღეა, არ ჩანს და მის შესახებ არაფერი იციან. ჩემთვის უცნობია, როგორ და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება. მის ნათესავებს არ აქვთ ინფორმაცია. ცხოვრობს მარტო, მის ძმასთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება“, – განაცხადა სტეფანე მესტოფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფადი ასლის კომპანია საქართველოში ახალი არაბული კომპანიის განვითარებას ხელს შეუწყობს
შემდეგი სტატიამთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ხაიშში 6 აგვისტოს ჩავლენ