ფადი ასლის კომპანია საქართველოში ახალი არაბული კომპანიის განვითარებას ხელს შეუწყობს

ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება “Channel Georgia consulting”-ს და “Emed Georgia”-მ შორის -კომპანიების დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ “Channel Georgia consulting ხელს შეუწყობს ქვეყანაში კომპანია “Emed Georgia”-ს საქმიანობის განვითარებას და საქართველოში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

ორივე მხარე იმედს გამოთქვამს, რომ მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის.

„Channel Georgia სპეციალიზირებულია საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე არაბული სამყაროდან. ამასთანავე ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობებს, რომელიც ამარტივებს პარტნიორების პოვნას იმ 50 -მდე ქვეყანაში, რომელშიც ჩვენი საქმიანობა ხორციელდება. ძირითადად ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ იმ უცხოურ კომპანიებს რომლებიც საქართველოში უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობენ,“-განაცხადა “Channel Georgia consulting”-ის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.

banner
წინა სტატიაშიავარია ავტობანზე – ერთმანეთს მსუბუქი და “გაზელის” ტიპის ავტომანქანები შეეჯახნენ
შემდეგი სტატიარუსმა სამხედროებმა სოფელ საკორინთლოს მკვიდრი დააკავეს