რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში სახლები და სუპერმარკეტი დაბომბეს – 5 ადამიანი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, 12 კი დაიჭრა. აგრეთვე, დაზიანდა კერძო სახლები, კორპუსები და სუპერმარკეტი. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

“რუსები ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემით ხარკოვის დაბომბვას აგრძელებენ”. – წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: არ მახსოვს არცერთი ევროპული სახელმწიფო, რომელსაც ჰყავდა კონტრაბადისტი პრეზიდენტი ,რომელიც თვითკონტრაბანდას ეწევა
შემდეგი სტატიაროდესაც ევროპისკენ მივდივართ, უნდა გვახსოვდეს, არ არსებობს ქვეყანა სადაც პატიმარი არის ყოფილი პრეზიდენტი – ხერხეულიძე