როდესაც ევროპისკენ მივდივართ, უნდა გვახსოვდეს, არ არსებობს ქვეყანა სადაც პატიმარი არის ყოფილი პრეზიდენტი – ხერხეულიძე

“როდესაც ევროპისკენ მივდივართ, უნდა გვახსოვდეს, არ არსებობს ქვეყანა სადაც პატიმარი არის ყოფილი პრეზიდენტი” – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენმ-ის წევრი ეკა ხერხეულიძე საუბრობს.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური მძევლები და პოლიტიკური პატიმრები, ქვეყანას გაუჭირდება ევროინტეგრაციის პროცესი.

“ადამიანები, რომლებიც ყველაზე მკვეთრად გამოხატული მედასავლეთე პოზიციის, გყავთ ციხეში, ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი და ნიკა გვარამია. როდესაც ევროპისკენ მივდივართ, უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც ჰყავდეს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი.

მეგობრებო ამ ტვირთით ვერ ივლით. როდესაც საუბრობს ირაკლი კობახიძე და დღეს გამოსული ადამიანი, თალაკვაძე რომელმაც გარეთ მისცა კომენტარი, რომ ნიკა გვარამია არის კრიმინალი, მეგობრებო თქვენ ამას არავინ არ დაგიჯერებთ. ყველა იცის, რომ თქვენ აქ რომ სხედხართ თვენი სამსახურებრივი მანქანა თქვენი ოჯახის წევრებს ემსახურება, ასეა ეს. ამიტომაა ნიკა გვარამია დაჭერილი, მე ტრაგედიას კი ვერ ვხედავ ამაში, მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით და რას ელოდებით დღეს ვის დაარქმევს ევროპარლამენტი უკაცრავად კრიმინალს ნიკა გვარამიას, თუ ამ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს”, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში სახლები და სუპერმარკეტი დაბომბეს – 5 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია500-მდე რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა ბრძოლაზე და დაბრუნდა ყაბარდო-ბალყარეთში