რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 13 დასახლებული პუნქტი დაბომბეს – არის მსხვერპლი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 13 დასახლებული პუნქტი დაბომბეს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები, სკოლა, ბაზარი, ქარხნები, სასწავლო დაწესებულება და მაღაზიები.

“დღის განმავლობაში რუსებმა მშვიდობიან მოსახლეობას 23 დარტყმა მიაყენეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა და დაზიანდა 44 სამოქალაქო ობიექტი – საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა დარტყმები სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემებიდან განახორციელეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმე უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლით აღძრეს, რაც ომი კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიაუკრაინის საჰაერო თავდაცვამ შავი ზღვის თავზე რუსი ოკუპანტების 2 რაკეტა გაანადგურა