უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შავი ზღვის თავზე რუსი ოკუპანტების 2 რაკეტა გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ, შავი ზღვის თავზე რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურა. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” ავრცელებს.

“6 ივლისს, “სამხრეთის” საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფის ჯარისკაცებმა გაანადგურეს “კალიბრის” ტიპის ორი რუსული საზღვაო საკრუიზო რაკეტა, რომლითაც მტერი ნიკოლაევის რეგიონზე შეტევას ცდილობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, რაკეტები რუსული წყალქვეშა ნავიდან იყო გაშვებული.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 13 დასახლებული პუნქტი დაბომბეს – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატია40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო