რუსი ოკუპანტები გორის რაიონში სათვალთვალო კოშკურას დგამენ

რუსი ოკუპანტები გორის რაიონში ისევ გამოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში ე.წ. სათვალთვალო კოშკურას დგამენ.

როგორც ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი, ლუდა სალოა აცხადებს, სამხედროები შესაბამისი ტექნიკით დილით გამოჩნდნენ და ამ დრომდე მუშაობენ. ცნობისთვის, ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გასულ კვირას განაახლეს, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით, სოფლის კუთვნილი მიწის ფართობები აღმოჩნდა. ხურვალეთში თავდაპირველად მავთულხლართები 2011 წელს გაავლეს, რის შედეგადაც სოფელი ორ ნაწილად გაიყო და რამდენმე ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად მთავარ პროკურატურაში შევიდა
შემდეგი სტატია“მე ძაღლი არ ვარ, რომ მოვვარდე… თქვენ საჯარო პირი ხართ”- ინცინდენტი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და მამუკა მდინარაძეს შორის