“მე ძაღლი არ ვარ, რომ მოვვარდე… თქვენ საჯარო პირი ხართ”- ინცინდენტი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და მამუკა მდინარაძეს შორის

“ქართული ოცნების” ოფისში “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტსა და მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს შორის ინცინდენტი მოხდა.

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შეეცადა, დეპუტატისგან მიეღო პასუხი, თუ რას ფიქრობდა ის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი კანონმდებლებს მოუწოდებს, დააფიქსირონ პოზიცია – მხარს უჭერენ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია?

ჟურნალისტის აღნიშნულმა კითხვამ დეპუტატი მდინარაძე გააღიზიანა. უმრავლესობის წარმომადგენელმა “საქმე“ ჯერ „რუსთავი 2”-ის კორესპოდენტს გაურჩია და მიუთითა, რომ კითხვის დასმამდე ნებართვა უნდა აეღო, შემდეგ კი “ნიუპოსტის” ჟურნალისტს, რომელმაც მაჩალიკაშვილის მოთხოვნაზე კომენტარი სთხოვა, უთხრა, რომ “რუსთავი 2 მოვარდა და…”.

“ქართული ოცნების” ლიდერის ამ რეპლიკას ქაშიაშვილის პროტესტი მოჰყვა.

“მე ძაღლი არ ვარ, რომ მოვვარდე… თქვენ საჯარო პირი ხართ, გაქვთ თმენის ვალდებულება… თან სამსახურში ბრძანდებით და უფლება მაქვს, კითხვა დაგისვათ”- მიმართა ჟურნალისტმა დეპუტატს.

წყარო: ნიუ პოსტი

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტები გორის რაიონში სათვალთვალო კოშკურას დგამენ
შემდეგი სტატია,,ეს ახალგაზრდა სპორტსმენი დღეს მარტო უპირისპირდება მთელ სისტემას”-სახალხო დამცველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა