ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად მთავარ პროკურატურაში შევიდა

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად მთავარ პროკურატურაში შევიდა. მან საშვის დაშვების შესახებ შეტყობინება ცოტა ხნის წინ მიიღო, თუმცა სარალიძისთვის უცნობია ვის შეხვდება პროკურატურის შენობაში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს საგამოძიებო უწყებაში მთავარ პროკურორთან და მისი და მისი შვილის საქმეების პროკურორებთან შესახვედრად მივიდა.

სარალიძეს იმედი ჰქონდა, რომ ორთვიანი მოთხოვნის შემდეგ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს შეხვდებოდა, თუმცა მას განუცხადეს, რომ შეხვედრა მხოლოდ სამშაბათს შედგებოდა.

ამის შემდეგ ზაზა სარალიძემ თანმხლებ პირებთან ერთად პროკურატურის ეზოს დატოვებაზე უარი თქვა და მთავარ პროკურორს შეხვედრისთვის დრო საღამომდე მისცა.

ამ ულტიმატუმის შემდეგ სარალიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ის შენობის ეზოში მოხვედრას ღობეზე გადაძრომით ცდილობდა, რისი უფლებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცოტა ხნის წინ კი მისსა და მისი ადვოკატი სახელზე მთავარ პროკურატურაში საშვი დაუშვეს და ის შენობაში შევიდა, თუმცა მას თავადაც არ ჰქონდა ინფორმაცია, ვის შეხვდება შალვა თადუმაძის უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – „ქართულმა ოცნებამ“ შიგნიდან განკურნებისა და გაჯანსაღების შანსი ყველა სისტემას მისცა
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები გორის რაიონში სათვალთვალო კოშკურას დგამენ