რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი და შესაძლებლობა ყოველ ახალ ბუჩასთან ერთად ქრება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი რუსეთთან მოლაპარაკებების თაობაზე „ყოველ ახალ ბუჩასთან ერთად ქრება“. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთის Science Po-ს უნივერსიტეტისთვის სტუდენტებისთვის ვირტუალური მიმართვისას ისაუბრა.ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად მოთმინება ეწურება იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ძალების მიერ მის ქვეყანაში ჩადენილი სისასტიკის მზარდი მტკიცებულებებია.

„ჩვენ მზად ვართ, ეს მოლაპარაკებები წარვმართოთ, სანამ გვიან არ არის. ყოველი ახალ ბუჩათი, ყოველი ახალი მარიუპოლით, ყოველი ახალი ქალაქით, სადაც ათეულობით გარდაცვლილი ადამიანია, გაუპატიურების შემთხვევებია, ყოველი ახალი სისასტიკით, ქრება მოლაპარაკებების სურვილი და შესაძლებლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წესით ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნება – დეგნანი
შემდეგი სტატიარუსეთი აშშ-ს უკრაინის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ექსპერიმენტების ჩატარებაში ადანაშაულებს