მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნება – დეგნანი

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ კერძო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნება.

სჭირდება.

„აქ მთავარი საკითხი არის ადამიანის ჯანმრთელობა და მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც ესაჭიროება. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, რასაც უნდა მოჰყვეს მიუკერძოებელი შეფასება და რომლის მიმართაც ყველას ექნება ნდობა, ხოლო შემდგომ უნდა განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები.

როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილი იქნება თუ სხვა, ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის საკითხი“, – აცხადებს ელჩი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ კონტროლი აღადგინა საზღვრის 1 200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის ორი მესამედი რუსეთს ესაზღვრება
შემდეგი სტატიარუსეთთან მოლაპარაკების სურვილი და შესაძლებლობა ყოველ ახალ ბუჩასთან ერთად ქრება – ზელენსკი