რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში მოქალაქემ “როსგვარდიის” შენობას ცეცხლი წაუკიდა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქის ქალაქ კომსომოლსკში მოქალაქემ “როსგვარდიის” შენობას ცეცხლი წაუკიდა. ეჭვმიტანილი 50 წლის კაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის შენობაში შესვლას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა და ბენზინით სავსე ბალონს შესასვლელთან წაუკიდა ცეცხლი.

დღესვე ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტიუმენის საოლქო სათათბიროს ავტობაზაში. გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელდა ოცდაათამდე სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა , თბილისში მცხოვრები აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ საქმე ღალატის მუხლით აღძრა
შემდეგი სტატიარუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გერმანიის ბუნდესტაგმა 100 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის ფონდი შექმნა