ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა , თბილისში მცხოვრები აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ საქმე ღალატის მუხლით აღძრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა, 28 წლის ბლოგერის, დაურ ბუავას წინააღმდეგ “სახელმწიფო ღალატის” მუხლით საქმე აღძრა. მიზეზი გადაღებული ვიდეო გახდა, სადაც ის ქართულ-აფხაზურ მეგობრობაზე საუბრობს.

დე ფაქტო რეჟიმის “უსაფრთხოების სამსახური” თვლის, რომ Tiktok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობს, “საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება”.

“მე მიმყავდა ეთერი tiktok-ის საკუთარ გვერდზე და გამოვთქვამდი საკუთარ აზრს, რომ აფხაზეთს ვხედავ საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით, რადგან ასე უფრო გვექნება განვითარების საშუალება. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ აფხაზეთი რუსეთთან იყოს. გუშინ ვკითხულობდი ინფორმაციას ჩემს შესახებ და გავიგე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, სიმართლე გითხრათ ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენა იმიტომ, რომ მე რიგითი ადამიანი ვარ, რომელიც უბრალოდ საკუთარ აზრს გამოხატავს. მე მინდა, რომ შეხების წერტილები ვიპოვო აფხაზებსა და ქართველებს ორის, რაც აუცილებელია და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე წამოიწყეს ჩემზე”, – ამბობს დაურ ბუავა.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს რაიონში, ე.წ. წიგნების ბაღში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში მოქალაქემ “როსგვარდიის” შენობას ცეცხლი წაუკიდა