რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გერმანიის ბუნდესტაგმა 100 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის ფონდი შექმნა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, გერმანიის ბუნდესტაგმა 100 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის ფონდი შექმნა.

Reuters-ის ინფორმაციით, ფონდიდან დაახლოებით 50 მილიარდი ევრო განკუთვნილია რეგულარული თავდაცვის ბიუჯეტის შესავსებად, რათა გერმანიას არმიის აღდგენაში დაეხმაროს. ამასთან, ფონდმა გერმანიას უნდა მისცეს საშუალება, მიაღწიოს ნატოს მიზანს და ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 2% თავდაცვაზე დახარჯოს.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას ოფიციალური მოსკოვი გამოეხმაურა. კრემლმა გერმანია “რემილიტარიზაციაში” დაადანაშაულა, რადგან მათი ინფორმაციით, გერმანიის სამხედრო ხარჯების გაზრდა უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

banner
წინა სტატიაშირუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში მოქალაქემ “როსგვარდიის” შენობას ცეცხლი წაუკიდა
შემდეგი სტატიაჩვენ ეს შევძელით, რეზოლუცია მიღებულია! „ალდე“ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას – ვაშაძე