რუსეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 28 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 28 ადამიანი დაიღუპა.მთლიანობაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კოვიდ ინფექციით 198 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც რუსეთის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ბოლო 24 საათში ვირუსის 3 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში რუსეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ-19 დაუდასტურდა 24 490 ადამიანს.

ვირუსი გავრცელებულია რუსეთის 84 რეგიონში. ალტაის რესპუბლიკა არის ერთადერთი, სადაც ამ დრომდე კორონავიურისის შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადამიანზე, არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე: დიდი ქალაქების – ქუთაისის და ზესტაფონის – სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება