ზვიად შალამბერიძე: დიდი ქალაქების – ქუთაისის და ზესტაფონის – სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 15, 2020 12:23

ზვიად შალამბერიძე: დიდი ქალაქების – ქუთაისის და ზესტაფონის – სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება

მნიშვნელოვანი

  • ზვიად შალამბერიძე: „დიდი ქალაქების - ქუთაისის და ზესტაფონის - სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება

სხვა სტატიები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება. შალამბერიძე განმარტავს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეზღუდვა 3 დღეს გაგრძელდება.

„დიდი ქალაქების – ქუთაისის და ზესტაფონის – სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება – კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, დღეიდან სამ სხვა დიდ ქალაქთან ერთად, ქუთაისიც ჩაიკეტება.

„ქუთაისში შესასვლელ-გასასვლელებს მთლიანად ვკეტავთ. აქამდე ბლოკ-პოსტები იყო და მხოლოდ შემოწმებით შემოვიფარგლებოდით, ახლა კი მთლიანად დაიხურება და ფიზიკური პირებიდან მხოლოდ ის ადამიანები შევლენ, ვინც ქუთაისშია ჩაწერილი და რეგისტრირებული.შესვლას შეძლებენ გადაუდებელ შემთხვევებშიც და ასევე, ის ადამიანებიც, რომელთა მუშაობაც საგანგებო რეჟიმში სასიცოცხლოდ აუცილებელია. ქალაქის დახურვის შეზღუდვები დღეიდან 10 დღეს გაგრძელდება. ქალაქის შიგნით გადაადგილება არ შეიზღუდება“, – განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე განმარტებით, იმერეთის მხარეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს კიდევ ერთი ადამიანი შეემატა.

„წუხანდელმა ღამემ ნორმალურად ჩაიარა, ერთადერთი შემთხვევა დაგვემატა, ისიც საკარანტინე ზონიდან, მისი ისტორია საზღვარგარეთ მოგზაურობასთანაა დაკავშირებული“, – აცხადებს გუბერნატორი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 15, 2020 12:23

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics