რუსეთს სუვერენული ინტერნეტი ექნება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ქვეყანაში ავტონომიური ინტერნეტის შემორების შესახებ, რამაც, თავის მხრივ, ბიზნესში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პროექტს მილიარდობით რუბლი დასჭირდება განსახორციელებლად. მთავრობამ ოფიციალურ გამოხმაურებაში ინიციატივა დადებითად შეაფასა, მაგრამ რამდენიმე სერიოზული შენიშვნა გამოთქვა. კანონპროექტიდან არ ჩანს, რუნეტის უსაფრთხოების რა საშიშროებებზეა საუბარი და რა შემთხვევებში შემოიღებენ ინტერენტის ცენტრალიზებულ მართვას, ოპერატორების გარდა ვინ შეასრულებს ბრძანებებს ცენტრალური სამმართველოს შემოღების შემთხვევაში და სხვა – ნათქვამია გამოხმაურებაში.

კანონი რუსეთის ზედამხედველობის სამსახურს მასშტაბურად უზრდის ფუნქციებს და უფლებამოსილებას, რაც მთავრობას არ აწყობს, რადგანაც ინტერნეტის რეგულატორი ფედერალური სამინისტრო და მთავრობა უნდა იყოს – ინფორმაციას  “ბიბისი” ავრცელებს  .

banner
წინა სტატიაშიდელის სასტუმროში მომხდარ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიატროლინგის გამო წამყვანი ფრანგი ჟურნალისტები დაითხოვეს