დელის სასტუმროში მომხდარ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

 

მინიმუმ 17 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს, რომელიც დელიში, სასტუმრო Arpit Palace-ში მოხდა – ადგილობრივი სამართალდამცველები ავრცელებენ. გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ ხტებიან ადამიანები სხვადასხვა სართულიდან. 35 ვიზიტორის გადარჩენა მოხერხდა. სასტუმრო ტურისტებისთვის ძალიან ცნობილი და პოპულარულია.
ინდოეთის ქალაქების სასტუმროებში ხანძარი ხშირად ხდება, ძირითადად იმის გამო, რომ მშენებლები ან მფლობელები სახანძრო უსაფრთხოების წესებს არ იცავენ. უკანასკნელი ხნის მანძილზე დელიში ბევრი მაღაზია და რესტორანი დაიკეტა სახანძრო უსაფრთხოების არ არსებობის გამო – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიხილიანზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიარუსეთს სუვერენული ინტერნეტი ექნება