რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციების გაფართოვების შესახებ დადგენილებას მოაწერა ხელი. სანქციების სიაში მოხვდნენ ძალოვანი უწყებებისა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები, ასევე, უკრაინის რადას დეპუტატები – სულ 200 პირი და ორგანიზაცია.
თავის მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში უკრაინას შეყვანილი ყავს 1228 რუსეთის მოქალაქე და 468 კომპანია. უკრაინული სანქციები შეეხო რუს პარლამენტარებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მაღალჩინოსნებს, კულტურისა და მედიის წარმომადგენლებს.

უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2014 წლიდან გაფუჭდა, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

banner
წინა სტატიაში,, მიუღებელია, თბილისის მერისგან იმის თქმა, რასაც დათესავთ, იმას მოიმკითო, როდესაც კითხვას უსვამენ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმაზე”
შემდეგი სტატიადემოკრატები ტრამპს ქვეყანაში ქაოსის შექმნაში ადანაშაულებენ