დემოკრატები ტრამპს ქვეყანაში ქაოსის შექმნაში ადანაშაულებენ

აშშ-ს პრეზიდენტსა და კონგრესმენ-დემოკრატებს შორის საბიუჯეტო დავის გამო, რომელიც რამდენიმე ხანია გრძელდება, სახელმწიფო სამსახურებმა ნაწილობრივ შეწყვიტეს მუშაობა. “შობის დღეებში ტრამპმა ქვეყანაში ქაოსი შექმნა” – დემოკრატთა ლიდერების ჩაკ შუმანისა და ენნსი პელოსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ტექსტში აღნიშნულია, რომ “ერთი თეთრი სახლის სხვადასხვა წარმომადგენლები უამრავ ვერსიას ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე განაცხადა პრეზიდენტმა თანხმობა და რაზე არა. შეუძლებელია იმის გარკვევა, რა პოზიცია აქვს თეთრ სახლს” – ტექსტიდან ციტატას “დოიჩე ველე” აქვეყნებს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატების პოზიციას “სიგიჟე” უწოდა. “სრულიად მარტო ვარ მე თეთრ სახლში და ველოდები როდის დაბრუნდებიან დემოკრატები, რომ დავილაპარაკოთ საზღვრის უსაფრთხოებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია” – დაწერა ტრამპმა “ტვიტერში”. ასევე, მან აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტის შეთანხმებაზე უარი “ქვეყანას იმაზე მეტი ფული დაუჯდება, ვიდრე სასაზღვრო კედელი, რაზეც ჩვენ ყველანი ვლაპარაკობთ”.

აშშ-ს კონგრესმა პროექტი არ მიიღო იმის გამო, რომ უარი თქვეს მექსიკის საზღვართან კედლის ასაშანებლად საჭირო 5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე.
დაფინანსების უქონლობის გამო შტატების ფედერალურ უწყებებში არსებული “შათდაუნი” მინიმუმ 3 იანვრამდე გაგრძელდება, რომლის შემდეგადაც ნოემბერში არჩეული კონგრესი დაიწყებს მუშაობას, სადაც წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატები შეადგენენ უმრავლესობას.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
შემდეგი სტატიატრიპოლიში თვითმკვლელმა ლიეტუას საელჩოსთან თავი აიფეთქეს