რუსეთმა წარმატებით გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“

რუსეთმა პლესეცკის კოსმოდრომზე წარმატებით გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გაშვების ამოცანები სრულად შესრულებულია. დიზაინის მახასიათებლები დადასტურებულია მისი ფრენის ყველა ეტაპზე. საწვრთნელი ქობინი ჩამოვიდა მოცემულ ტერიტორიაზე კამჩატკას ნახევარკუნძულზე კურას სასწავლო მოედანზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღნიშნულს კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სარმატის“ სარაკეტო სისტემა უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არის პირველი წარმატებული გაშვება სახელმწიფო ტესტირების ფარგლებში.

„სარმატი“ არის სტრატეგიული სარაკეტო სისტემა მძიმე კლასის თხევად-საწვავი ICBM-ით, ერთი ასეთი რაკეტის წონა 200 ტონას აღემატება.

banner
წინა სტატიაშიმშვიდობიანი მოქალაქეების მცირე ჯგუფმა მარიუპოლის დატოვება შეძლო – Reuters
შემდეგი სტატიასაქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება