რუსეთმა შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში, უკრაინის სანაპიროსთან საკრუიზო რაკეტებით შეიარაღებული 20-მდე ხომალდი და წყალქვეშა ნავი განალაგა

რუსეთმა შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში, უკრაინის სანაპიროსთან საკრუიზო რაკეტებით შეიარაღებული 20-მდე ხომალდი და წყალქვეშა ნავი განალაგა. ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდლობა “სამხრეთი” ავრცელებს.

მათი ცნობით, არსებობს ოკუპანტების მხრიდან თავდასხმის საფრთხე.

“შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში მტრის დაახლოებით 20 ერთეული გემია, მათ შორის წყალქვეშა ნავები, რომლებიც აღჭურვილია ისეთი საკრუიზო რაკეტებით, როგორიცაა “კალიბრი”. ისინი ქმნიან სარაკეტო დარტყმის საფრთხეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში “ისკანდერის” სარაკეტო სისტემები განათავსა
შემდეგი სტატიარუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ კვიპროსის პასპორტი “დაკარგა”