რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში “ისკანდერის” სარაკეტო სისტემები განათავსა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 60 კილომეტრში “ისკანდერის” სარაკეტო სისტემები განათავსეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსები ჯარების რაოდენობას ზრდიან ბელგოროდში და იქ დამატებითი შენაერთები გადაჰყავთ.

“მტერი აგრძელებს ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას, ესვრის ჩვენი ჯარების ნაწილებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ოკუპანტები ბომბავენ ჩვენი ჯარების პოზიციებს კურულკასა და ნოვა დმიტრივკას რაიონებში. ბარვინკოვის, კურულკასა და ჰუსარივკას რაიონებში ახდენენ შეიარაღებული ძალების პოზიციების საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით”, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

Unian-ის კორესპონდენტის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 8 დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს. მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, მტერმა უკან დაიხია ჩერნობაევკას მიმართულებით. შეტაკებისას უკრაინელებმა მტრის 74 ჯარისკაცი და 13 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაშიარ არსებობს არგუმენტი, რომელიც უკრაინელთა გენოციდს გაამართლებს. აქ არ არსებობს „თუ“ და „მაგრამ“ – მეუფე გრიგოლი
შემდეგი სტატიარუსეთმა შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში, უკრაინის სანაპიროსთან საკრუიზო რაკეტებით შეიარაღებული 20-მდე ხომალდი და წყალქვეშა ნავი განალაგა