რუსეთმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა. ამასთან დაკავშირებით მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

“ჩვენი ქვეყნის სამხრეთში და აღმოსავლეთში, სიტუაცია ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა, ნაადრევია აღდგენაზე საუბარი. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ რაიონებში რუსი სამხედროები აგრძელებენ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს, ეძებენ ყველას, ვინც ოდესმე მაინც იყო კავშირში უკრაინის არმიასთან ან სამთავრობო უწყებებთან. ოკუპანტები ფიქრობენ, რომ ეს გარკვეულწილად გაამარტივებს მათ კონტროლს ტერიტორიაზე, მაგრამ ძალიან ცდებიან.

ისინი თავს იტყუებენ. ოკუპანტების პრობლემა ის არ არის, რომ მათ არ იღებს ზოგიერთი აქტივისტი, ვეტერანი თუ ჟურნალისტი, არამედ პრობლემა ისაა, რომ მთელი უკრაინელი ხალხი არ იღებს მათ და არასოდეს მიიღებს. რუსეთმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, მთელი მსოფლიო დაკარგა. მათ არსად მიიღებენ”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდაუმთავარებული მშენებლობებით დაზარალებულთა უზრუნველყოფა გრძელდება
შემდეგი სტატია„ბიბისი“ – კიევის ოლქში მოკლული 900 მშვიდობიანი მოქალაქეა ნაპოვნი