დაუმთავარებული მშენებლობებით დაზარალებულთა უზრუნველყოფა გრძელდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთი ობიექტსს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მიენიჭა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, 170 დაზარალებული ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდება. როგორც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კანონმდებლობით, ობიექტს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი რომ მიენიჭის, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. ამასთან, თუკი მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, გამონაკლისები დაშვებულია.
„ამ კონკრეტულ ობიექტზე მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, რადგან 170 ოჯახია დაზარალებული. საქმე ეხება კომპანია „ფენიქს კონსტრაქშენს“, რომლის მფლობელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული თაღლითობის გამო. ამ კომპანიამ უამრავი ადამიანი მოატყუა და ოჯახები უძრავი ქონების გარეშე დატოვა. აქედან გამომდინარე, საკრებულომ მიზანშეწონილად ჩათვალა, ამ ობიექტისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მიენიჭებინა. ამ სტატუსით, როგორც ახალ ინვესტორს, ასევე დაზარალებულებს ექნებათ სამართლებრივი საფუძვლები, მიიღონ ქალაქისგან პრეფერენციები,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აქამდე, საკრებულომ დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი 2019 წელს კომპანია სვეტის ობიექტებს მიანიჭა, რომელსაც 2500 დაზარალებული ჰყავს. მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მშენებლობები და ყველა ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება.

banner
წინა სტატიაშიკიევში რუსეთთან დაკავშირებულ ქუჩებსა და მოედნებს სახელი გადაერქვა
შემდეგი სტატიარუსეთმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა – ზელენსკი