რუსეთმა ნატოსთან ომისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა ნატოსთან ომისთვის მზადება დაიწყო, – ამის შესახებ RBC-Ukraine ISW-ის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აძლიერებს მცდელობებს გაზარდოს რუსეთის სამხედრო ეკონომიკა, რათა შეძლოს ნატოზე თავდასხმა ჯერ კიდევ 2026 ან 2027 წლებში“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უსახელო გერმანულ კვლევაზე დაყრდნობით.

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ დაზვერვა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია სცადოს თავდასხმა ნატოს ქვეყანაზე სამიდან ხუთ წელიწადში.

„პუტინის მცდელობა, შექმნას პირობები რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსების სტაბილიზაციისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის ფინანსური და საშინაო მზადების ნაწილია ნატოსთან პოტენციური სამომავლო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის და არა მხოლოდ უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის“, – აცხადებენ ექსპერტები.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს
შემდეგი სტატიაEU-ს წარმომადგენლობა ქართული ჟურნალისტიკის დღეზე