რუსეთმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, რუსეთმა საერთაშორისო სააგენტოს დატოვება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ქვეყნები რუსეთის წევრობის შეჩერების გამო კენჭისყრას აპირებდნენ.

UNWTO-ს სპიკერის თქმით, რუსეთის გასვლის მიუხედავად, ასამბლეა რუსეთს სტატუსს მაინც შეუჩერებს, ხოლო გასვლის პროცესს ერთი წელი დასჭირდება.

მადრიდში დაფუძნებული UNWTO-ს გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყნები რუსეთს წევრობას შეუჩერებენ, რაც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მაგალითს მისცემს.

“ტურიზმის სექტორი, განსაკუთრებით შიდა ტურიზმის, განვითარებას გააგრძელებს”. – თქვა UNWTO-ს წარმომადგენელმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამ თვის დასაწყისში რუსეთისთვის სტატუსის შეჩერებას მხარი დაუჭირა უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

banner
წინა სტატიაშიყულევში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს