“გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს

რუსეთის “გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი იგორ ვოლობუევი ამბობს, რომ ქვეყანა დატოვა და მშობლიურ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. მისი თქმით, კიევში ტერიტორიული თავდაცვის ჯგუფს შეუერთდა.

ვოლობუევმა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა უკრაინის ჩრდილოეთ ქალაქ ოხტირკაში, The Insider-თან და LIGA.net-თან ინტერვიუში თქვა, რომ მან დატოვა მის სამშობლოს წინააღმდეგ ომის გამო.

“სულ რამდენიმე დღეში გადავწყვიტე, რომ რუსეთში ვეღარ ვიცხოვრებ. რუსები კლავენ მამაჩემს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს. მამაჩემი ერთი თვე ცხოვრობდა ცივ სარდაფში. […] ავიღე ჩემი ნივთები და 2 მარტს წავედი უკრაინაში”, – თქვა ვოლობუევმა ​​ინტერვიუში, რომელიც 26 აპრილს გამოქვეყნდა.

ვოლობუევი, რომელიც “გაზპრომბანკში”, 22 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

“პუტინი არაა ვინც კლავს აქ უკრაინელებს, პუტინი არც ტუალეტებს იპარავეს, პუტინი არც ისაა, რომელიც აუპატიურებს ქალებს. ამას აკეთებს რუსი ხალხი. და მიუხედავად იმისა, რომ მე ეთნიკურად უკრაინელი ვარ, მე ასევე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება აქ. მე მრცხვენია. მთელი ცხოვრება მრცხვენია, რადგან მე არ ვარ მხოლოდ რუსეთის მოქალაქე. მე აქ დავიბადე, 18 წელი ვცხოვრობდი და ამიტომ ჩემი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ორჯერ, სამჯერ მეტია”, – თქვა მან.

მისი სიტყვებით, უკრაინაში დაბრუნებით და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით ჩამოირეცხოს რუსული წარსული.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა
შემდეგი სტატიააზოვსტალიდან ევაკუაციაში გაეროსა და ICRC-ის ჩართვის შესახებ შეთანხმება არ არსებობს – პესკოვი