რუსეთმა ისკანდერ M ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან განალაგა – ალექსანდრე მოტუზიანიკი

რუსეთმა ისკანდერ M სარაკეტო სისტემები ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან განათავსა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება.

მოტუზიანიკმა განმარტა, რომ მელკოვოდნოიეს დასახლების რაიონში, რომელიც ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრიდან 8 კილომეტრში მდებარეობს, დამპყრობლებმა განალაგეს ისკანდერ M-ი.

მან დასძინა, რომ მტერი აგრძელებს გემების ბლოკირებას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. კერძოდ, შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნაშია მოწინააღმდეგის 4 სარაკეტო ხომალდი.

banner
წინა სტატიაშიMicrosoft-ი თავის ბიზნესს რუსეთში საგრძნობლად ამცირებს, თუმცა ბაზარს არ ტოვებს – Bloomberg
შემდეგი სტატიაძმები ბერძენიშვილები და რესპუბლიკური პარტია კლასიკური პარაზიტი ტიპის პარტიაა, რომელსაც არასდროს აქვს შანსი რამეს მიაღწიოს – სუბარი