Microsoft-ი თავის ბიზნესს რუსეთში საგრძნობლად ამცირებს, თუმცა ბაზარს არ ტოვებს – Bloomberg

ამერიკული კორპორაცია Microsoft-ი საგრძნობლად ამცირებს თავის ბიზნესს რუსეთში, მაგრამ რუსეთის ბაზარს ამ ეტაპზე არ ტოვებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. წერს უკრაინული მედია.

„ეკონომიკური პერსპექტივის ცვლილებებისა და რუსეთში ჩვენს ბიზნესზე გავლენის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ ჩვენი ოპერაციები რუსეთში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ბიზნესის შემცირებით 400-ზე მეტი თანამშრომელი დაზარალდება.

Microsoft-ი აცხადებს, რომ რუს მომხმარებლებთან არსებული საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს.

მარტში კომპანიამ შეაჩერა უახლესი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვა რუსეთში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ და რუსეთის ფედერაციამ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრები გაცვალეს ფორმულით “50-დან 50-მდე
შემდეგი სტატიარუსეთმა ისკანდერ M ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან განალაგა – ალექსანდრე მოტუზიანიკი