რუსეთმა გერმანელი მემარჯვენე პოპულისტების კერძო თვითმფრინავის ფული გადაიხადა

რუსულმა მხარემ მინიმუმ 25 ათასი ევრო გადაიხადა გერმანელი მემარჯვენე პოპულისტების “ალტერნატივა გერმანიისთვის” კერძო თვითმფრინავით მგავრობისთვის – 21 მაისს Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ)-მა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით საუბარია 2017 წლის თებერვალში ფრაუკე პეტრის, მარკუს პრეტცელისა და იულიანა ფლაკას მოსკოვში ვიზიტზე. ეს “ალტერნატივა გერმანიისთვის” პირველი დამტკიცებული მასშტაბური დაფინანსებული შემთხვევაა.
პოლიტიკოსები მოსკოვში ვიზიტისას ევროპარალმენტის დეპუტატები იყვნენ, მათ ოფიციალურად ევალებოდათ დაფინანსების წყაროს დასახელება, თუმცა, მათ ეს არ გაუკეთებიათ. ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ნორბერტ რიოტგენმა “ალტერნატივა გერმანიისთვის”-გან ოფიციალურად მოითხოვა ახსნა-განმარტება.

banner
წინა სტატიაშიპრინც ჰარისა და მეგანის ქორწილის საჩუქრებს ინტერნეტში ყიდიან
შემდეგი სტატიამოსკოველს სახლში დაბრუნებისას ოთახებში უცნობი ყირგიზები და ხალიჩები დახვდა