მოსკოველს სახლში დაბრუნებისას ოთახებში უცნობი ყირგიზები და ხალიჩები დახვდა

მოსკოვის ერთ-ერთ ახალაშენებულ რაიონში სახლში დაბრუნებულმა მოქალაქემ მიგრანტი ყირგიზები აღმოაჩინა.
ბინის პატრონს კარის საკეტი გამოცვლილი დახვდა. რამდენიმე ცდის შემდეგ კარი მას უცნობმა ქალმა გაუღო, რომელიც რუსულად ცუდად საუბრობდა. ქალმა ახალმოსულთან დასალაპარაკებლად მამაკაცს დაუძახა, რომელიც, ასევე ბინაში იყო.
ბინაში შესულმა მეპატრონემ დაინახა, რომ სამხარეულოში დაგებული იყო ხალიჩები, მეორე ოთახში რამდენიმე ლეიბი ერთმანეთის გვერდით იყო დალაგებული, ოთახებში ფლავის სუნი იდგა.
როგორც გაირკვა, ბინაში თვითნებურად ჩასახლდნენ ყირგიზეთის მოქალაქეები, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ. მათ ბინა რამდენიმე დღეში დაცალეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა გერმანელი მემარჯვენე პოპულისტების კერძო თვითმფრინავის ფული გადაიხადა
შემდეგი სტატიამსახიობი ჰიუ გრანტი ქორწინდება