რუსეთმა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს დანებება შესთავაზა, რაზეც უკრაინელები უარს აცხადებენ

რუსეთმა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრა კიდევ ერთხელ შესთავაზა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ მიზინცევის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც 20 აპრილს, მოსკოვის დროით 14:00 საათიდან დანებების წინადადებას მიიღებენ, სიცოცხლის, უსაფრთხოების და სამედიცინო დახმარების გარანტია ექნებათ.

მიზინცევის თქმით, უკრაინელების თანხმობის შემთხვევაში, მხარეებს შორის უწყვეტი კომუნიკაცია დამყარდება და რუსი სამხედროები „სიჩუმის რეჟიმს“ გამოაცხადებენ.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი სამხედროები რუსეთის წინადადებას არ იღებენ და დანებებაზე უარს აცხადებენ.

გუშინ ლეგიონ „აზოვის“ ხელმძღვანელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი და ხალხი ნანგრევებიდან გამოჰყავთ.

banner
წინა სტატიაშიარესტოვიჩი – იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ
შემდეგი სტატიახარკოვის ზოოპარკის 2 თანამშრომელი, რომლებმაც ცხოველები არ დატოვეს, რუსებმა მოკლეს