არესტოვიჩი – იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა უკრაინელი პატიმარი გაცვალოს; ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეიპყრეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გავცვალოთ. იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, რომლებზეც თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ, ძალიან ღირებული“, – თქვა არესტოვიჩმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ მიანიშნა, რომ ტყვეებს შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 19 აპრილს, უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეების მეხუთე გაცვლა მოხდა. სახლში 76 უკრაინელი დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშიჯასტინ ტრუდო – კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწოდებს
შემდეგი სტატიარუსეთმა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს დანებება შესთავაზა, რაზეც უკრაინელები უარს აცხადებენ