ხარკოვის ზოოპარკის 2 თანამშრომელი, რომლებმაც ცხოველები არ დატოვეს, რუსებმა მოკლეს

ხარკოვში, ზოოპარკის ორი თანამშრომელი, რომლებიც მარტში, ძლიერი დაბომბვის მიუხედავად, ადგილზე დარჩნენ და ცხოველებზე ზრუნავდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

Feldman Ecopark-ის ცნობით, ორშაბათს მიიღეს დადასტურება, რომ თანამშრომლები რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს. ოთახში ნაპოვნია ბარიკადები. განცხადების მიხედვით ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიღუპნენ თანამშრომლები, უცნობია.

დაბომბვის გამო ზოოპარკიდან ზოგიერთი ცხოველის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის, ლომების, იაგუარების, ვერცხლისფერი მელიებისა და ჰიენების. ორი თანამშრომელი ადგილზე დარჩა ცხოველების გამოსაკვებად, 7 მარტს კი, როცა ზოოპარკის სხვა პერსონალი ადგილზე დაბრუნდა, თანამშრომლები დაკარგული დახვდათ.

“თანამშრომლებმა ეძებეს ისინი და აცნობეს სამართალდამცავებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ შესანიშნავი და მამაცი ხალხის ხსოვნას. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს და მეგობრებს. ჩვენ გვჯერა, რომ არაადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯებიან!”, – წერია განცხადებაში.

წინა სტატიაშირუსეთმა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს დანებება შესთავაზა, რაზეც უკრაინელები უარს აცხადებენ
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება