რუსეთმა ალეპოში სირიის თხოვნით საარტილერიო დაზვერვა გააგზავნა

66რუსეთმა, სირიის მთავრობის თხოვნით, ალეპოში საარტილერიო დაზვერვა გააგზავნა – დღეს რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბის წარმომადგენლის, ვიქტორ პოზნიხირის თქმით, ტექნიკა “ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევების ფაქტების დასაფიქსირებლად არის განკუთვნილი”.
ალეპოში, ასევე, “მონიტორინგის რუსული პუნქტი” გაიხსნება – წერს “დოიჩე ველე” .
შეგახსენებთ, რომ სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გუშინ შევიდა ძალაში და 18 სექტემბრამდე იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ოპონენტები შეგუებულები არიან, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ისღა დარჩენიათ, პროვოკაციები მოაწყონ
შემდეგი სტატიასკანდალი – დოკუმენტი, რომლითაც ხალვაში-ოქრუაშვილის შეთანხმების ნამდვილობა დასტურდება